LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2618
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი დილის 10:00 საათიდან 10:40 წუთამდე გასტანს, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება ამ პერიოდში არასასურველი ტრავმების და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

მაღალია ტყუილის და სხვადასხვა მაქინაციის ალბათობა. შესაძლებელი იქნება ძველი ურთიერთობების აღდგენა. ნუ მიიღებთ ბევრ სითხეს, მათ შორის ალკოჰოლურ სასმელებს.

საკვებ რაციონში შეიტანეთ ფაფა ბოსტნეული ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო.

დღეს შედეგიანია ყელის, ყურების, კბილების, ტერფების მკურნალობა, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარება, კარგი დღეა სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის.

დღეს არ ვარგა ახალი საქმის დაწყება, მგზავრობა, ბინის შეცვლა, სესხის აღება, მოერიდეთ ცხარე საკვების მიღებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – პოზიტიური და კარგია ეს დღე თვითშემეცნებისა და კომპეტენტურობის გამოსავლენად, გეგმების დასახვისთვის, ავტორიტეტულ პირებთან შეხვედრისა და ურთიერთობისთვის.

ხასიათში აკონტროლეთ ზედმეტი ეჭვიანობა, პირდაპირობა, უკომპრომისობა და სარკასტული გამოთქმები.

ჯანმრთელობა – სუსტდება შარდსასქესო, რეპროდუქციული სისტემა.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან გამოიყენეთ ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, მარჯანი და იასპი – ისინი მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ტანსაცმელში, თუნდაც მცირეოდენი შტრიხებით, პრიორიტეტი მიანიჭეთ წითელს, შავს, მწვანეს, ლურჯს, ცისფერ ფერებს, ისინი თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.

სიზმარები – დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითი დღეა ლომებისთვის, სასწორებისთვის და მერწყულებისთვის, შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები