LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1674
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 11:04-დან 11:11 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება კურო-მორიელის ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ზოდიაქოს ყველა ნიშანზე. მოიმატებს წყენისა და ეჭვიანობის, შეცდომების და ცდუნებების, აგრესიისა და დეპრესიის, ტრავმებისა და ავარიების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა.

ეცადეთ მშვიდად გაიაროთ რთული დღე. არ დაგეგმოთ არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი. მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს, არ ღირს საიდუმლოს გათქმა. აკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები. ილოცეთ საკუთარი თავისთვის და დალოცეთ ახლობლები. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე და ყურადღება, რადგან მაღალია ჭორების და ინტრიგების, დაცინვის და მოტყუების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ვაჭრობა და კომერცია, ფულის სესხება და ვალად გაცემა, ნიშნობა და ქორწინება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს რათა არ გაცივდნენ და არ დაიმძიმონ ქრონიკული დაავადებები. არ ღირს ძილის წინ გონების ზედმეტი ინფორმაციით გადატვირთვა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, თეთრი, კრემისფერი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ტოპაზი, გიშერი, აკვამარინი, ლაბრადორი და ამაზონიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ თხის რქას და თევზებს.

აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები