LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 16 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

533
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 09:00-დან 13:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გამოიჩინეთ მეტი ყურადღება მიმდინარე მოვლენების მიმართ, რადგან არაა გამორიცხული სწორედ დღევანდელი დღე აღმოჩნდეს გარდამტეხი ცხოვრების სასიკეთოდ შეცვლისთვის.

მოერიდეთ ფარულად მოქმედებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენ მოგიტანთ ზარალს.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი გულწრფელობა, ისაუბრეთ პარტნიორთან გულახდილად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, იურიდიული კონსულტაციის მიღებისა და სასამართლო პროცესების მოწყობისთვის, ახალი საქმის დაწყებისა და სამსახურის მოძიებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალკოჰოლური სასმლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დაძლევისა და დიეტის დაწყებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ თვალებს, ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, იისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, მარგალიტი და გიშერი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები