მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 23:45-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
* პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული სწორედ დღეს აღადგინოთ ურთიერთობა ძველ პარტნიორთან.
* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა იდეებისა და პროექტების განხორციელებისთვის, ინვესტიციებისა და მსხვილი კაპიტალის დაბანდებისთვის, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია.
* ჯანმრთელობა – მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურებისგან. არ ღირს ალერგიული პროდუქტის მიღება. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვან სისტემას, სახსრებს და მუხლებს.
* დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, მალაქიტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
* სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც რამდენიმე დღეში ახდება.
* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.