LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 17 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1674
მიხეილ ცაგარელი

ხვალინდელი სავსემთვარეობისა და მთვარის დაბნელების წინ დღევანდელი დღეც რთული იქნება. გამოიჩინეთ მეტი ყურადღება, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ დღეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ლომის, სასწორის და მორიელის ზოდიაქოს ნიშნებს, რომლებიც მოზღვავებული ენერგიისა და ამბიციების გამო დაუშვებენ უამრავ შეცდომას. მოერიდეთ კონფლიქტებს, რადგან არაა გამორიცხული უმნიშვნელო კამათი სერიოზულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს.

მეტი დრო დაუთმეთ ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით შვილებთან ურთიერთობას.

არ აჰყვეთ პროვოკაციებს, მით უფრო, რომ კონკურენტები და მოშურნეები მაქსიმალურად ეცდებიან თქვენს გაღიზიანებას და საქმეში შეფერხებას.

პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ პარტნიორთან კამათს, რომელიც ნებისმიერ წვრილმანს ზედმეტად მტკივნეულად აღიქვამს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მომზადებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ფულის სესხება და ვალად გაცემა.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მეტი იმოძრავეთ, არ ღირს პასიურობა და ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა. მეტი სიფრთხილის გამოჩენა მართებთ ალერგიულ პაციენტებს, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, იისფერი და ფირუზისფერი, ასევე გიშერი, მარგალიტი, ამეთვისტო, ალექსანდრიტი და ქარვა გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები