LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2321
მიხეილ ცაგარელი

მიაქციეთ ყურადღება ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება ღამის 01:00 საათზე და გასტანს დილის 10:00 საათამდე. ამ დროს მთვარის ნეგატიური ენერგია ადუნებს ყურადღებას, რაც შესაძლოა საკმარისი მიზეზი გახდეს ტრავმებისა და ავარიების, ამიტომ ამ პერიოდში მძღოლებსა და ქვეითებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ.

ამავდროულად, დღე გეომაგნიტურია. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემებს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, გუნება-განწყობის გაუარესება, წნევის ცვალებადობა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები. პირველ რიგში, აკონტროლეთ წნევა და საჭიროებისამებრ მიიღეთ შესაბამისი პროფილაქტიკური საშუალებები.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

გამოიჩინეთ სიფრთხილე იმ ადამიანებთან, რომლებიც მიზნის მიღწევას ნებისმიერი საშუალებითა და მეთოდით ცდილობენ. მოიმატებს ილუზიების, ხასიათის ცვალებადობისა და ცდუნებების ალბათობა. ეცადეთ, არ გაებათ სხვების მიერ დაგებულ მახეში.

დღე კარგია სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად, კაფელ-მეთლახის დაგებისთვის, სანტექნიკის ყიდვის, მონტაჟისა თუ შეცვლისთვის, რესტავრაციისთვის, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის, ექსპერტიზისა და კოლექციონერობისთვის. ასევე წარმატებულია ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვისთვის, ნადირობა-თევზაობისთვის და მავნე ჩვევებისგან (მათ შორის თამბაქოსგან) გათავისუფლებისთვის.

მოერიდეთ მკვეთრ მოძრაობებს, მძიმე საგნების აწევას, ფინანსური ოპერაციების განხორციელებას, ხელმძღვანელებთან ურთიერთობას, ვაჭრობას, ქორწინებას, ახალი კავშირების დამყარებასა და სამსახურში ახალი თანამშრომლის მიღებას.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია კოსმეტიკური პროცედურები, კუჭის, ნაწლავების, მკერდის, კანისა და ფრჩხილების მკურნალობა. სუსტდება ძვლოვანი სისტემა, სახსრები, მუხლები, ხერხემალი და კანის ზონა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა) რეკომენდებული არ არის. მოერიდეთ თხილის, თაფლისა და სხვა ალერგიული პროდუქტების მიღებას, რადგან ისინი დღეს უარყოფითად მოქმედებენ ორგანიზმზე.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობების მოსაზიდად გამოიყენეთ ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, ოპალი და მარჯანი.

ტანსაცმელში ყავისფერი, ყვითელი, ბეჟი, მწვანე და ნაცრისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

საუკეთესო დღეა კირჩხიბის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. დაძაბულია ვერძისა და მერწყულის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები