გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღის პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში მეტად გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და შედარებით მეტად დაისვენეთ, რათა უფრო სტაბილურად და კარგად იგრძნოთ თავი.
დღის რეკომენდაციები:
მოერიდეთ პროვოკაციებსა და ნუ აჰყვებით სხვადასხვა ცდუნებას, რადგან დღეს კონსტრუქციული კრიტიკის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოსალოდნელია ხასიათის ცვალებადობა და ურთიერთობების ტრანსფორმაცია ადამიანებში. პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს ნევროზულობა, შინაგანი გაღიზიანებადობა.
დღე არ არის ხელსაყრელი ფინანსური ოპერაციების ჩატარებისთვის, ხელშეკრულებების დასადებად, სავაჭრო გარიგებებისა და ახალი საქმეების დასაწყებად. სასურველია მოერიდოთ ქორწინებას, ცხოველებით ვაჭრობასა და ხელმძღვანელებთან კრიტიკულ დაპირისპირებას.
კარგი დღეა ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, პარფიუმერიის, კოსმეტიკის, ლატარიის ბილეთების შესაძენად, იურიდიული საქმეების მოსაგვარებლად, ასევე კულტურულ და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.
ჯანმრთელობა:
შედეგიანია თვალების, ვენების მკურნალობა, თუმცა მოერიდეთ ნერვიულობას, გადაღლას, საუნას, აბანოებს, სოლარიუმს, სიმძიმეების აწევას. გაუფრთხილდით გულს. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა და ხერხემალი.
დღის ფერები და მინერალები:
მინერალებიდან გამოიყენეთ ბრილიანტი, მთის ბროლი, სარდიონი, ქარვა და სერდოლიკი. ეს ქვები მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებსა და შესაძლებლობებს. ფერებიდან წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ბეჟი და ლურჯი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ლომის, სასწორის, მშვილდოსნისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია კუროს, კირჩხიბის, ქალწულის და თევზების ნიშნებისთვის, რომლებსაც მართებთ მეტი ყურადღება ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური ტენდენციების მიმართ.
დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.