მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 21:22-დან 01:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ხელმძღვანელებთან ურთიერთობა და საკუთარი სიმართლის მტკიცება, ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და კომერცია.
ჯანმრთელობა – მოერიდეთ ალერგიული პროდუქტის და ალკოჰოლური სასმელის მიღებას. თავი შეიკავეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და ძვლოვან სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, მწვანე, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აქატი, ოპალი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.