LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2611
მიხეილ ცაგარელი

დღეს მზე ტყუპების, აქტიურ, ენერგიულ, კომუნიკაბელურ, გონებამახვილურ ნიშანში იმყოფება, ხოლო მთვარე მეტად ოპტიმისტ მშვილდოსანში გადადის. ხასიათის ეს ტენდენციები მეტად გამოვლინდებიან თითოეულ ჩვენგანში.

დღეს მეტი სიფრთხილე გმართებთ წყალთან.

მოიმატებს გარკვეული შინაგანი დაბნეულობა და გულმავიწყობა. დღეს და ხვალ დაწყებული საქმეები კარგად დასრულდება, თუ იქნებით უფრო სერიოზული და აღნიშნულ დაბნეულობას და გულმავიწყობას გააკონტროლებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს კარგია საუნა, კოსმეტიკური პროცედურების, სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. დღე კარგია კულინარიისთვის, უცხოელებთან კონტაქტისთვის, მგზავრობა-მოგზაურობისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, საიუბილეო საღამოებისთვის და დაჯილდოებებისთვის, პრეზენტაციებისთვის, ხელშეკრულებების დადებისთვის. პარტნიორულ ურთიერთობებში შესაძლებელი იქნება კომპრომისის მიღწევა.

მოერიდეთ ფეხზე დიდხანს დგომას, სისხლის გადასხმას, ყურების გახვრეტას, მშენებლობას. ნუ იქნებით ზედმეტად სულსწრაფი და სარკასტული.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი, საზარდული, მენჯ-ბარძაყის ძვალი. დღეს ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

დღეს კარგი ფილტვების, ხელების, ბრონქების მკურნალობა, მასაჟი.

საკვებ რაციონში შეიტანეთ ავოკადო, ვაშლი, ბროკოლი, უშაქრო რძის ნაწარმი, ფაფები და თევზეული. ეს ძალიან კარგ გავლენას მოახდენს ორგანიზმზე და გააძლიერებს იმუნიტეტს.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ ფირუზი, საფირონი, ლაზურიტი, ლალი და სარდიონი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ცისფერ, ლურჯ, იისფერი ტონებს. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ.  

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ვერძთათვის და ტყუპებისთვის, შედარებით დაძაბულია ქალწულებისთვის, მორიელებისთვის, თხის რქებისთვის და თევზებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები