დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე სამართლიანი და ეთიკური სასწორის, მთვარე კი აქტიური და კომუნიკაბელური ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ახალი კავშირების გაბმისას და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. მოერიდეთ უჰაერო სივრცეს, ფიზიკურ და გონებრივ დატვირთვას. თავი შეიკავეთ ბიოდანამატებით გამდიდრებული საკვების მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფილტვებს და ბრონქებს, ხელებს და მხრებს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ცისფერ, ნარინჯისფერი, ნაცრისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ტოპაზი, ამაზონიტი, გიაცინტი, აკვამარინი და ლაბრადორი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.