მზე დღეს იმყოფება ფრიად ემოციურ, მეტად მშვიდობიან, დიპლომატიურ და სამართლიან სასწორის ნიშანში, ხოლო მთვარე გადაინაცვლებს მეტად თავისუფლების მოყვარე და ასევე მეგობრულ მერწყულში. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად უფრო მეტად გამოვლინდება დღის მსვლელობისას თითოეული ჩვენთაგანის ხასიათში.
დღის რეკომენდაციები და ზოგადი ტენდენციები:
ზედმეტს დღეს ნუ ილაპარაკებთ, ნუ დაეყრდნობით ზედმეტ ფანტაზიებს, ილუზიებს, თავს ნუ მოიტყუებთ, მხოლოდ რეალურ ფაქტებს დაეყრდენით. მიზნის მისაღწევად დღეს ახალი მეთოდების გამოყენება არის საჭირო.
მოიმატებს ადამიანებში სიცოცხლისუნარიანობა, შინაგანი მომხიბვლელობა. დღეს დაწყებული საქმე შემდგომ კარგად წარიმართება და შეიძლება ძალიან კარგადაც დასრულდეს.
პარტნიორულ ურთიერთობებში ზედაპირულობა წყენის საბაბი შეიძლება გახდეს. მეგობრულ წრეში გაითვალისწინეთ საიდუმლო არ გათქვათ, თორემ შემდეგ ის იქნება გამოყენებული თქვენს საწინააღმდეგოდაც. დავუგდოთ ყური უფროსი თაობის, მათ შორის ქალბატონთა, განსაკუთრებით დედების რჩევებს.
არ არის სასურველი დღეს მცენარეების დარგვა-გადარგვა, ხეების გარდა. დღე სასიკეთოა საზოგადოებრივი, რეფორმატორული საქმეებისთვის, სიახლეებისთვის, სამშენებლო-სამღებრო სამუშაოების საწარმოებლად. ხელს უწყობს იგი ელექტრო, გაზ, კომპიუტერული აპარატურის შესყიდვას, ასევე ადგილსამყოფლის, მათ შორის ბინის შეცვლას.
ჯანმრთელობა
კარგია დღეს სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება. საკვებ რაციონში ეცადეთ მეტად შეიტანოთ მჭლე ხორცი, ბოსტნეული, ლიმონი, რაც აამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს. მოვერიდოთ თვალების გადაღლას. ასევე, ფეხზე დიდხანს ნუ ვიდგებით, უმჯობესია იაროთ, ვიდრე იდგეთ.
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ნერვული სისტემა, ფეხის კუნთები, ვენების ზონა.
დღის მინერალები და ფერები
მინერალებიდან გამოიყენეთ ცირკონი, ძოწი, საფირონი, აქვამარინი და ციტრინი. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.
ფერებიდან ტანსაცმელში – ნეონისფერები, წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ვერცხლისფერი, ცისფერი ტონები, გნებავთ ერთობლივად, გნებავთ ცალ-ცალკე, ეს ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შინაგან შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ტყუპების და ლომის ზოდიაქოს ნიშანთათვის. შედარებით დაძაბულია ეს დღე კირჩხიბთათვის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულთათვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.