LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

512
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე კომუნიკაბელური და გონებამახვილი ტყუპების, მთვარე კი ორგანიზებული და დისციპლინირებული მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

აკონტროლეთ აგრესია, არ ღირს ყველა წვრილმანზე გაღიზიანება.

არ აჰყვეთ სხვების რჩევებს, იმოქმედეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, მსხვილი საყიდლებისა და კაპიტალის დაბანდებისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი სამსახურის მოძიება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ რენტგენისა და სხივური თერაპიისგან. მოერიდეთ ინტიმურ კონტაქტებს. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი და შავი, ასევე ოპალი, ტოპაზი, ობსიდიანი, ონიქსი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, თხის რქისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები