LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 21 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4536
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მივაქციოთ მიმართულებადაკარგული მთვარის, ანუ როგორც სხვაგვარად ვამბობთ ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას დღის 12:43 საათზე და გასტანს 16:37 საათამდე. ამ პერიოდში ნეგატიური კოსმიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. ამიტომ ქვეითად მოსიარულეებს და მძღოლებს ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება მართებთ.

დღის ზოგადი ტენდენციები და რეკომენდაციები:

დღეს ობიექტურები იყავით, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ და ზედმეტად ბევრს ნუ მოითხოვთ პარტნიორებისგან. ასევე, ზედმეტს ნუ ილაპარაკებთ, ნუ აჰყვებით ფანტაზიებს და მხოლოდ რეალურ ფაქტებს დაეყრდენით, რათა შეცდომა არ დაუშვათ.

დღეს დაწყებული საქმე შემდგომ კარგად დასრულდება. ამასთან, ნუ იჩქარებთ რაიმე გადაწყვეტილებების მიღების დროს. დაუგდეთ ყური უფროსი თაობის, მათ შორის ქალბატონთა, განსაკუთრებით დედების რჩევებს.

დღე პოზიტიურია სამშენებლო, სამღებრო საქმიანობისთვის, საზოგადოებრივი და რეფორმატორული საქმიანობისთვის, ტექნიკასთან ურთიერთობისთვის. ხელს უწყობს იგი მინერალებით და ლითონებით ვაჭრობას, ელექტრო, გაზ, კომპიუტერული ტექნიკის შეძენას, შემოქმედებით მუშაობას. კარგია ეს დღე ქველმოქმედებისთვის, ფოტოგრაფიისთვის და მეგობრული კონტაქტებისთვის.

დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.

ჯანმრთელობა:

ნუ გადაღლით ზედმეტად თვალებს. კარგია სუნთქვითი ვარჯიშების ჩატარება.

ჯანმრთელობის კუთხით კი სუსტდება მხედველობა, ასევე ნერვული და ლიმფური სისტემები.

დღის ფერები და მინერალები:

მინერალებიდან გამოიყენეთ აქვამარინი, საფირონი, ცირკონი, ძოწი დღის განმავლობაში, საღამოს კი უფრო მეტად გამოიყენეთ მარგალიტი, ამეთვისტო და მარჯანი. ეს ქვები მათი გამოყენების შემთხვევაში მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ხოლო ფერებიდან ტანსაცმელში – ნეონისფერები, ასევე წითელი, ვარდისფერი, ყვითელი, საღამოს კი მეტად იისფერი, მწვანე და ვერცხლისფერი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს.  

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე სასწორთათვის და ასევე მშვილდოსნებისთვის. შედარებით დაძაბული და ნეგატიურია ეს დღე კუროს და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები