LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 23 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2470
მიხეილ ცაგარელი

მზის ერთი თვით მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, შეუპოვრობას და მიზანდასახულობას, ორგანიზებულობას და აკურატულობას, მეორეს მხრივ, სიჯიუტეს და ზედმეტ პრინციპულობას, ეჭვიანობას და შურისძიების სურვილს გააძლიერებს.

საკმაოდ რთული დღეა, რადგან მოულოდნელად განვითარებული მოვლენები თქვენც სპონტანურად გაიძულებთ მოქმედებას.

პარტნიორული ურთიერთობა – მოიმატებს ემოციურობა და იმპულსურობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის შეძენისთვის, ოჯახის წევრებთან ურთიერთობისა და ძველი ტრადიციების აღდგენისთვის, მცენარეების დარგვისა და გადარგვისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების წარმოება, ბინის შეცვლა და სესხის აღება. 

ჯანმრთელობა – კარგი დღეა კბილების, ხერხემლის და ძვლოვანი სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს, ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს. 

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ცისფერი, იისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ზურმუხტი, აქატი, მარგალიტი, ოპალი და მალაქიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს, ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები