მზე დღეს მორიელის მეტად ინტუიციურ, ფრიად საიდუმლო, ორგანიზებულ და დისციპლინირებულ ნიშანში, ხოლო მთვარე გადადის ემოციურ, ზოგჯერ აგრესიულ, მეტად აქტიურ და კომუნიკაბელურ ვერძში. ეს ტენდენციები ამ ზეგავლენის შედეგად უფრო მეტად გამოვლინდება დღის მსვლელობისას თითოეული ჩვენთაგანის ხასიათში.
დღეიდან 13 ნოემბრამდე, ინტელექტისა და კომუნიკაციის მმართველი პლანეტა მერკური ხდება რეტროგრადული (უკუმავალი), რაც გაართულებს ახალი საქმეების დაწყებას, კომუნიკაციას, მგზავრობა-მოგზაურობას, ტექნიკის მუშაობას, საჭირო ინფორმაციის მოძიებას. ამასთან, ამ პერიოდში კარგი იქნება ძველ, დაუსრულებელ საქმეებს დავუბრუნდეთ, გავაანალიზოთ და გამოვასწოროთ.
დღის რეკომენდაციები:
არ აჰყვეთ სხვადასხვა ცდუნებებსა და ორაზროვან მოქმედებებს. მოვერიდოთ ქორწინებას, საფინანსო ოპერაციების ჩატარებას, კაპიტალდაბანდებებს, ხელშეკრულებების დადებას და სტომატოლოგიურ პროცედურებს (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა). არ არის სასურველი დღეს თმის შეჭრა, წესების დარღვევა (დაჯარიმების ტენდენცია მაღალია) და პლასტიკური ოპერაციის ჩატარება. კარგი დღეა მგზავრობა-მოგზაურობისთვის, ტანსაცმლისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.
ჯანმრთელობა:
ნუ გადაღლით თვალებს. ეფექტურია დღეს ყელის, ენდოკრინული სისტემის, კანისა და თირკმელების მკურნალობა. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება თავი, სისხლძარღვოვანი სისტემა, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები.
დღის ფერები და მინერალები:
სასურველია გამოიყენოთ ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და ქარვა. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს. ხოლო ფერებიდან წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ცისფერი და ლურჯი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები:
ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.
შედარებით დაძაბულია მორიელისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ ამ დღის ნეგატიური ტენდენციების მიმართ.
დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.