LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2532
მიხეილ ცაგარელი

დღე გეომაგნიტურია, რაც ადამიანთა გულ-სისხლძარღვოვან და ნერვულ სისტემას პრობლემებს შეუქმნის. აღნიშნული შესაძლოა თავის ტკივილის, უგუნებობის და წნევასთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზი გახდეს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღეს მაღალია ინტრიგების, თვითმოტყუების ალბათობა, ეცადეთ სხვის მიერ დაგებულ ხაფანგში არ გაებათ. პარტნიორულ ურთიერთობებში ნევროზულობა მოიმატებს. ფეხზე დიდხანს ნუ იდგებით, თვალებსაც ნუ გადაღლით ზედმეტად.

ყური დაუგდეთ დედის რჩევებს. მოერიდეთ მცენარეების დარგვა-გადარგვას, ხეების გარდა.

მეგობრულ ურთიერთობებში საიდუმლო დღეს არ შეინახება და შეიძლება, თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ.

დღე სასიკეთოა კომპიუტერის, გაჯეტების, ელექტრო და გაზის აპარატურის შესაძენად, პროგრამული სისტემის ასათვისებლად, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობისათვის, ბინის შესაცვლელად, სესხის ასაღებად, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისთვის.

კვების რაციონიდან დღეს გამორიცხეთ ცივი, რძის და ტკბილი გაზიანი სასმელი.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული სისტემა, მხედველობა, ვენები და ფეხის კუნთების ზონა. დღეს ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ საფირონი, აქვამარენი, ძოწი, ციტრინი. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ წითელ, ყვითელ, ვარდისფერ, ცისფერ ტონებს. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ. 

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდგომ ახდებიან

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ლომის, სასწორის, მშვილდოსნის და მერწყულის ზოდიაქოს ნიშანთათვის,  შედარებით რთულია კუროს და კირჩხიბის ნიშანთათვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები