LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3605
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მივაქციოთ მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდი, რომელიც ღამის 02:31 საათიდან დაიწყებს ამოქმედებას და დილის 10:10 წუთამდე გასტანს, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას, რაც შეიძლება ამ პერიოდში არასასურველი ტრავმების და ავარიების მიზეზი გახდეს. ეს მძღოლებისა და ქვეითად მოსიარულეებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს.

დღეს სულიერი და შემოქმედებითი ზრდის დღეა. კარგია დღეს ვაჭრობა, თევზაობა, ნადირობა, ნივთების შეძენა, განსაკუთრებით სააბაზანო ოთახის.

პარტნიორულ ურთიერთობებში მოიმატებს ეჭვიანობა, ამიტომ სასურველია თქვენი ემოციები გააკონტროლოთ, მოვერიდოთ პედიკურის გაკეთებას, ანალიზების ჩაბარებას, ექოსკოპიას, ახალი საქმის დაწყებას, სესხის აღებას ან გაცემას, ახალი ფეხსაცმლის ყიდვას ან ჩაცმას.

დღეს სასურველი არ არის ალკოჰოლური სასმელების მიღება, ფსიქოტროპული ნივთიერებების გამოყენება. შესაძლებელია თავი იჩინოს ალერგიულმა შეშუპებამ, ამიტომ დღეს და ხვალ, აკონტროლეთ საკვებისა და სასმელის ხარისხი. ასევე, გამორიცხეთ ბიოდანამატებიანი საკვები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა მოგზაურობისთვის, იურიდიული საქმეებისათვის, სასამართლო პროცესებისათვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისათვის, ფოტოგრაფიისა და ქველმოქმედებისათვის.

დღევანდელი დღე ხელს უწყობს კაპიტალის დაბანდებას, სპონსორების ძიებას, ქორწინებას.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული, ლიმფური სისტემა და ტერფები. დღეს ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოებთან მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობების გარდა, სასურველი არ არის.

დღის ფერები და მინერალები – მინერალებიდან გამოიყენეთ მარგალიტი, ალექსანდრიტი, შავი გაგატი, მარჯანი და ამეთვისტო. ეს ქვები მეტად მოიზიდავენ სასიკეთო ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებს.

ფერებიდან უპირატესობა მიანიჭეთ იისფერ, ვერცხლისფერ, მწვანე, ლურჯ და ფირუზისფერ ტონებს. ეს ფერები თქვენს მიზიდულობას და შარმს გააძლიერებენ. 

სიზმრები – დღევანდელი სიზმრები საკმაოდ მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ.

ზოდიაქოს ნიშნები – დღე დადებითია ქალწულის, მორიელის, თხის რქას და თევზების ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია ვერძის და ტყუპების ნიშანთათვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები