დღე გეომაგნიტურია, რაც განპირობებულია იმით, რომ დღეს სავსემთვარეობაა, მზის და მთვარის დაპირისპირება ხდება მორიელის და კუროს ზოდიაქალურ ღერძზე. ეს მოვლენა მეტად განაპირობებს დღეს ადამიანებში აგრესიის, დეპრესიის გამოვლენას, ხელს შეუწყობს კონფლიქტებს, სხვადასხვა ცდუნებებს, შეცდომებს, სიჯიუტის გამოვლენას ხასიათში, ეჭვიანობას, ზედმეტ პირდაპირობას, წყენას, სარკასტულ გამოთქმებს, ტრავმულ-ავარიულ ტენდენციებს, ჯანმრთელობის გაუარესებას და სხვა ნეგატიურ გამოვლინებებს. ამიტომ იყავით ყურადღებით, აკონტროლეთ წნევის მდგომარეობა, შესაბამისი წამლის პროფილაქტიკაც გამოიყენეთ აუცილებლობის შემთხვევაში, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და აკონტროლეთ თქვენი ემოციები.
დღის რეკომენდაციები
დღეს ნურაფერს ნუ დაგეგმავთ, თავისუფალი გრაფიკით იცხოვრეთ მეტად.
ახალ და მნიშვნელოვან საქმეებს დღეს ნუ დაიწყებთ. ჯობია მშვიდად გაიაროთ ეს დღე, ყოველდღიური საქმეებით შემოვიფარგლოთ.
არ ვარგა დღეს ყიდვა-გაყიდვა, ფულის სესხება, გასესხება. სამაგიეროდ, კარგია პატიება, ლოცვა. მოერიდეთ დღეს სარისკო მოქმედებებს, სულსწრაფ გადაწყვეტილებებს, კისრის მკვეთრ მოძრაობებს, ყურების გახვრეტას, ცივ, გაზიან სასმელებს. აკონტროლეთ მეტად თქვენი საფულე.
დღევანდელ სიზმრებს ნუ მიაქცევთ ყურადღებას.
კარგია ეს დღე სამაგიეროდ კულტურულ-გასართობი ღონისძიებებისათვის. ხელს უწყობს იგი შემოქმედებით მუშაობას, შემოქმედებითი ნიჭის და უნარის ახლებურად გამოვლენას, დაწყებული საქმის დასრულებას და შეიძლება ახალი საქმის დაგეგმვა და არა დაწყება, დაწყება შეგიძლიათ უკვე ხვალიდან, დღეს შეგიძლიათ დაგეგმოთ.
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, სწორი ნაწლავის ზონა.
დღის მინერალები და ფერები
მინერალებიდან გამოიყენეთ აქატი, მალაქიტი, ონიქსი, მარჯანი და ზურმუხტი. მათი გამოყენება ხელს შეუწყობს მოზიდვას უფრო სასიკეთო ენერგიებისა და ცხოვრებისეული შესაძლებლობებისა თქვენდამი.
ფერებიდან გამოიყენეთ ლიმონისფერი, თეთრი, მწვანე, ცისფერი, ლურჯი ფერები და ტონები. ისინი გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე კარგია ეს დღე მორიელის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშანთათვის.
შედარებით დაძაბულია იგი ვერძთათვის და ტყუპებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენი ზოდიაქოს ნიშნებისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.