LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3677
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ტენდენციები პრობლემებს უქმნის გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, უგუნებობა და წნევის ცვალებადობა. გამოიყენეთ პროფილაქტიკური მედიკამენტები და მეტად დაასვენეთ ორგანიზმი.

ამასთან, ღამის 02:00 საათიდან 23:05 საათამდე თითქმის მთელი დღე-ღამის განმავლობაში გრძელდება ე.წ უკურსო მთვარის პერიოდი. ამ დროს ყურადღება მკვეთრად დუნდება, რაც უყურადღებობის ნიადაგზე ტრავმების, ავარიებისა და კონფლიქტების ხშირი მიზეზი ხდება. მძღოლებს, ქვეითებსა და თითოეულ ადამიანს განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღე სასიკეთოა საზოგადოებრივი საქმეებისთვის, სულიერი განვითარებისა და სწავლისთვის, საიუბილეო საღამოების მოწყობისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისთვის, დიეტის დასაწყებად და რეკლამირებისთვის. არ არის რეკომენდებული ახალი საქმის დაწყება და მცენარეების დარგვა-გადარგვა.

დღის რეკომენდაციები:

ხვალ მოსალოდნელი მთვარის დაბნელების წინ, დღეს ნუ აჰყვებით პროვოკაციებს. გააქტიურდებიან შურიანი ადამიანები და ფარული მტრები, ამიტომ იყავით ყურადღებით. ნუ გამოავლენთ ზედმეტ სიჯიუტეს და ნუ იქნებით სულსწრაფი.

მოერიდეთ ნერვიულობას, ფეხზე დიდხანს დგომას, თვალების გადაღლას, ზედმეტ ლაპარაკსა და ალკოჰოლურ სასმელებს. მეგობრულ ურთიერთობებში ნუ გათქვამთ საიდუმლოს, რადგან შესაძლოა შემდგომში თქვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენონ. სანამ რაიმეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, იხელმძღვანელეთ რეალური ფაქტებით და არა ფანტაზიებით.

დაუგდეთ ყური უფროსი თაობის ქალბატონების, მათ შორის დედის რჩევებს. დღევანდელი სასიკეთო სიზმრები მოგვიანებით ახდება.

ჯანმრთელობა:

ორგანიზმი მიმართულია თვითგაწმენდაზე, ამიტომ მოერიდეთ ზედმეტი საკვების მიღებას. ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება მხედველობა, ფეხის კუნთების ზონები, ვენები და ნერვული სისტემა. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

კოსმიური ენერგიებისა და სასიკეთო შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და გიშერი. ტანსაცმელში ნეონისფერი, ცისფერი, ვარდისფერი და ყვითელი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე დადებითია სასწორისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია თხის რქასა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები