LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 27ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1779
მიხეილ ცაგარელი

კარგი დღეა უფროსი თაობის ადამიანებთან ურთიერთობისთვის, თუმცა უნდა შეზღუდოთ უცხო ადამიანებთან კონტაქტი. მეტი დრო დაუთმეთ ბავშვებს და შეიცვალეთ გარეგნული იმიჯი. მიიღეთ კალციუმის შემცველი პროდუქტები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – დღე კარგია შემოქმედებითი მუშაობისთვის, არომათერაპიისთვის, დღე სასიკეთოა ფოტოგრაფიისთვის, დღეს კარგია წიგნის წასაკითხად, ბაღში სამუშაოდ, სან-ტექნიკის შესაძენად ან შესაცვლელად.

დღე ნეგატიურია პედიკიურისთვის, ტერფების მასაჟისთვის, ექოსკოპიისთვის, ახალი ფეხსაცმლის შესაძენად, ამოიღეთ რაციონიდან ხორცეული და ალკოჰოლური სასმელი. საიდუმლო დღეს მარტივად გაითქმება, არ ვარგა დღეს სესხის გაცემა.

ჯანმრთელობა – ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნერვული, ლიმფური სისტემა და მხედველობის ზონა, ოპერაციების ჩატარება ამ ორგანოთა მიმართებით, განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა, დღეს სასურველი არ არის.

დღის მინერალები და ფერები – მინერალებიდან დღეს გამოიყენეთ მარგალიტი, გიშერი, ამეთვისტო, მარჯანი და ალექსანდრიტი. ფერებიდან კი იისფერი, ვერცხლისფერი მწვანე, ზღვისფერი და ფირუზისფერი – ეს მინერალები და ფერები მეტად გააძლიერებენ თქვენს მიზიდულობას, შარმსა და წარმატების ხარისხს.

ზოდიაქოს ნიშნები – დადებითია კუროს და კირჩხიბისთვის, დღეს ნაკლებად გაუმართლებთ ლომებს, სასწორებს, მშვილდოსნებს და მერწყულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები