ლოცვის და მედიტაციის დღეა. დაიცავით სიმშვიდე, მოერიდეთ ხმაურიან გარემოს, არ ღირს უმიზეზოდ აყალ-მაყალის ატეხა.
პარტნიორული ურთიერთობა – მოერიდეთ ეჭვიანობას და პარტნიორისთვის ზედმეტი პრეტენზიის წაყენებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ნადირობისა და თევზაობისთვის, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და სამსახურში ახალი თანამშრომლების მიღება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, მწვანე, ცისფერი და იისფერი, ასევე ოპალი, ონიქსი, ტოპაზი, მარჯანი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კირჩხიბისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და სასწორს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კუროს და მორიელს, რომელთაც ნევროზულობის ფონზე გაუჭირდებათ ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება.