LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 29 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2332
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე აქტიური და ენერგიული, მუდამ ოპტიმისტურად განწყობილი მშვილდოსნის, მთვარე კი უშიშარი და შეუპოვარი, კარგი ინტუიციის მქონე მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

თავი შეიკავეთ სარისკო მოქმედებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს ეჭვიანობა და პარტნიორის უმიზეზოდ დადანაშაულება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – თავი შეიკავეთ ცხარე საკვების მიღებისგან. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის, ყელ-ყურის და ენდოკრინული სისტემის სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, მარჯანი, ზურმუხტი და ობსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თხის რქისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და ლომს. განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა მართებთ კუროს, მორიელს და მერწყულს, რომელთაც ძალიან გაუჭირდებათ ნევროზულობის ფონზე ემოციური სტაბილურობის შენარჩუნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები