LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2828
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მივაქციოთ მიმართულებადაკარგული მთვარის, ანუ როგორც სხვაგვარად ვამბობთ ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას 04:12 საათზე და გასტანს დღის 12:30 საათამდე. ამ პერიოდში ნეგატიური კოსმიური ენერგია ზედმეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება გახდეს ზოგიერთ შემთხვევაში მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიებისა. ამიტომ ქვეითად მოსიარულეებს და მძღოლებს ამ პერიოდში ორმაგი ყურადღება მართებთ.

ამასთან, გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღის პრობლემებს უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემასა და ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილების, უგუნებობის, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამ შემთხვევაში მეტად გამოიყენეთ წამლის პროფილაქტიკა და შედარებით მეტად დაისვენეთ, რათა უფრო სტაბილურად და კარგად იგრძნოთ თავი.

დღის რეკომენდაციები:

დღეს მცირდება ენერგია და მატულობს კონფლიქტების, ტრავმებისა და ავარიების ალბათობა. მოერიდეთ პროვოკაციებს, აგრესიას, ფინანსურ ოპერაციებს, სარისკო მოქმედებებს, ხელშეკრულებების დადებას, ბინის შეცვლას, ყურების გახვრეტას და ქორწინებას. კარგია დღე დასუფთავებისთვის, რემონტისთვის, კონსულტაციებისთვის, გასაუბრებისთვის და სამუშაოების ჩატარებისთვის. სასიკეთოა ახალი სამსახურის დასაწყებად, ახალი თანამდებობის დასაკავებლად, მშენებლობისთვის, ვაჭრობისთვის, დიეტის დასაწყებად და საყიდლებისთვის.

დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.

ჯანმრთელობა: შედეგიანია ღვიძლის, თვალების და ნერვული სისტემის მკურნალობა, სამაგიეროდ, სუსტდება გულ-სისხლძარღვოვანი სისტემა, ხერხემალი, ნაწლავთა სისტემა და კუჭქვეშა ჯირკვალი. საკვებ რაციონში მეტად შეიტანეთ ხილი, ბოსტნეული, თაფლი და თევზეული.

დღის ფერები და მინერალები: მინერალებიდან სასურველია გამოიყენოთ ბრილიანტი, სარდიონი, ქარვა, სერდოლიკი, ხოლო საღამოს, ყვითელი და მწვანე იასპი და მალაქიტი, რომლებიც მოიზიდავენ დადებით კოსმიურ ენერგიებს. ფერებიდან კი წითელი, ყვითელი, ბეჟი, ლურჯი, ნარინჯისფერი და საღამოსთვის ვერცხლისფერი და მწვანე ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები: ყველაზე კარგია დღევანდელი დღე თხის რქას და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის. შედარებით დაძაბულია ვერძისა და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნებისთვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები