LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2865
მიხეილ ცაგარელი

მიაქციეთ ყურადღება უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება ღამის 01:00 საათზე და გასტანს დღის 15:48 საათამდე. ამ დროს ყურადღება მკვეთრად ქვეითდება, რაც ზრდის ტრავმებისა და შეცდომების ალბათობას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მძღოლებსა და ქვეითებს. დღის პირველ ნახევარში ნუ დაიწყებთ ახალ, მნიშვნელოვან საქმეებს. სამყარო ამოწმებს დღის განმავლობაში თქვენი შეთანხმების სიმტკიცეს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

დღის მეორე ნახევარში შესაძლოა იგრძნოთ სუნთქვის გაძნელება ან შინაგანი დაძაბულობა, ამიტომ მოერიდეთ უჰაერო სივრცეებს, ნუ გადაიტვირთებით ჭარბი ინფორმაციით.

დღე სასიკეთოა სიყვარულისთვის, მეგობრული კონტაქტებისთვის, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის, ვაჭრობისთვის, მოგზაურობისთვის, მშენებლობისთვის, მცენარეების დარგვა-გადარგვისა და მორწყვისთვის. ასევე ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, კოსმეტიკის, სამშენებლო მასალების, შინაური ცხოველებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად.

დღის რეკომენდაციები:

დღის მეორე ნახევარში მოერიდეთ ქორწინებას, წვეულებებსა და პარტნიორულ თანამშრომლობას. არ არის რეკომენდებული უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, თმის შეჭრა/შეღებვა, რემონტის დაწყება და სარისკო ქმედებები. 15:00 საათამდე მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, ხალებისა და პაპილომების მოცილებას, კისრის მკვეთრ მოძრაობებს და აკონტროლეთ თქვენი საფულე. საღამოს საათები ბევრად ეფექტურია სწავლისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის, კონტაქტებისა და რეკლამისთვის. დღევანდელი სიზმრები შემდგომ ახდებიან.

ჯანმრთელობა:

სუსტდება ყელის არე, ენდოკრინული სისტემა, ფილტვები, ბრონქები, ხელები და მხრები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

დღის მინერალები და ფერები:

დღის პირველ ნახევარში გამოიყენეთ აგატი, მალაქიტი და ონიქსი, ხოლო საღამოს – ტოპაზი და აკვამარინი. ფერებიდან ტანსაცმელში დღისით უპირატესობა მიანიჭეთ ყავისფერ, მწვანე და ტერაკოტისფერ ტონებს, ხოლო საღამოს – ბეჟ, ნარინჯისფერ, ნაცრისფერ და ყვითელ ფერებს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე საუკეთესოა თხის რქისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ლომისა და სასწორის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები