LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

394
მიხეილ ცაგარელი

გეომაგნიტური დღეა. გეომაგნიტური ენერგიები პრობლემებს უქმნის ადამიანების გულ-სისხლძარღვთა და ნერვულ სისტემას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილი, სუსტად ყოფნა, წნევის ცვალებადობა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებები. აკონტროლეთ წნევა, საჭიროებისამებრ გამოიყენეთ პროფილაქტიკური მედიკამენტები და მეტად დაასვენეთ ორგანიზმი.

დღის ზოგადი ტენდენციები:

ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებისას. დღეს ქვეითდება ობიექტურობის შეგრძნება. გაითვალისწინეთ – როგორ მიმართებასაც გამოავლენთ გარშემომყოფებისადმი, ისეთსავე პასუხს მიიღებთ მათგან.

მოიმატებს აგრესია, ეგოიზმი, სულსწრაფობა, სარკასტული გამოთქმებისა და დაცინვისადმი მიდრეკილება. მაქსიმალურად ეცადეთ ამ უარყოფითი თვისებების გაკონტროლება. აკონტროლეთ ემოციები და სიტყვებიც. გაითვალისწინეთ, რომ მთვარის დაბნელებიდან ჯერ კიდევ ცოტა დროა გასული და მისი ენერგეტიკული გავლენა კვლავ ნარჩუნდება.

დღის რეკომენდაციები:

სასიკეთოა რთული საკითხების გადაჭრა, მგზავრობა/მოგზაურობა, ტანსაცმლის, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ნივთების ყიდვა, სპორტული ინვენტარის შეძენა, კულტურულ-გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა. თუმცა, დღეს არ არის რეკომენდებული ქორწინება, ფინანსური ოპერაციების განხორციელება, წესებისა და კანონების დარღვევა, მსხვილი კაპიტალდაბანდებები. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს კარგად აწონ-დაწონილი. დღევანდელი სიზმრები მიგვანიშნებენ მომავალ შემოსავლებსა და ფინანსურ მოგებაზე.

ჯანმრთელობა:

ეფექტურია თირკმელების, ყელის, კანისა და შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა.

სუსტდება თავის არე, სისხლძარღვთა სისტემა და გრძნობათა ორგანოები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის. ნუ გადაიღლებით და განსაკუთრებით გაუფრთხილდით თვალებს.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ წითელი იასპი, ლალი, იაგუნდი და ძოწი. ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ვერძის, ტყუპებისა და მერწყულის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

შედარებით დაძაბულია ქალწულისა და მორიელის ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის ნეგატიური გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები