LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

816
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 03:21-დან 12:06 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დაუფიქრდით საკუთარ სიტყვებს, ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტად ბევრს, რადგან აუცილებლად მოგიწევთ დღეს გაცემული პირობის შესრულება.

მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო და საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებას.

პარტნიორული ურთიერთობა – ხელსაყრელი პერიოდია საკამათო საკითხების გადასაჭრელად.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ინტერიერის დიზაინის შეცვლისა და ავეჯის განახლებისთვის.

ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, კბილების სამკურნალოდ და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით, თუმცა არ ღირს ალერგიული პროდუქტის მირთმევა, თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ თირკმელებს, ყელს და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ლურჯი, მწვანე, ყვითელი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ქარვა და საფირონი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები