გეომაგნიტურია დღე. გეომაგნიტური ენერგიები დღევანდელი დღისა მეტ პრობლემას უქმნიან ადამიანთა გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ნერვულ სისტემას, რაც თავის მხრივ შეიძლება გახდეს მიზეზი თავის ტკივილებისა, უგუნებობისა, წნევასთან დაკავშირებული პრობლემებისა და სხვა დისკომფორტული გამოვლინებებისა. ამიტომ ეცადეთ, რომ გაიზომოთ წნევა, თუ რაღაც ასეთი დისკომფორტი გექნათ და შესაბამისი პროფილაქტიკა გამოიყენოთ წამლებით ან ყავით, რათა მოიყვანოთ წნევა ნორმაში და აქედან გამომდინარე მერე უკვე უკეთ იგრძნოთ თავი.
სიფრთხილე გმართებთ გზაში და მეტი ყურადღება მიღებული ინფორმაციის მიმართ იქნება აუცილებელი.
მშვიდი დღეებია დღეს და ხვალ თევზების, მორიელის და ქალწულის ზოდიაქოს ნიშანთათვის, ხოლო კირჩხიბებს და სასწორებს ესაჭიროებათ კარგი გამოძინება.
მატულობს ადამიანებში სიცოცხლისუნარიანობა და მიზანმიმართული მოქმედების უნარი. აკონტროლეთ ამავდროულად თქვენი სიტყვები და ემოციები. მაღალია დაცინვის, სარკაზმის ალბათობა.
დღის რეკომენდაციები
რთული, ნეგატიურია ეს დღე ქორწინებისათვის, სახლის მშენებლობის დასაწყებად, ადგილსამყოფლის, ბინის შესაცვლელად, არ უწყობს ხელს იგი სესხის აღებას, დაპირებების გაცემას.
სასიკეთოა ეს დღე სამაგიეროდ ვაჭრობისათვის, კულინარიისა და ფოტოგრაფიისათვის, ტრადიციებში ჩასაღრმავებლად, ახლობლებთან ურთიერთობისათვის, სასამართლო პროცესებისათვის, ხელს უწყობს იგი ცხოველების და საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენას. დღევანდელ სიზმრებს მიაქციეთ სათანადო ყურადღება, მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გააჩნიათ.
ჯანმრთელობა
ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი, ნაღვლის ბუშტი.
შედეგიანია კბილების, სახსრების, მუხლების, ძვლების, ხერხემლის მკურნალობა.
დღის მინერალები და ფერები
მინერალებიდან გამოიყენეთ: ზურმუხტი, რაუხტოპაზი, ოპალი, მარჯანი, აქატი. ეს ქვები, მათი გამოყენების შემთხვევაში, მეტად მოიზიდავენ თქვენდამი სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს და ცხოვრებისეულ შესაძლებლობებსაც.
ფერებიდან ტანსაცმელში: თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი, ცისფერი ტონები გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობას და შარმს.
ზოდიაქოს ნიშნები
ყველაზე კარგია ეს დღე ქალწულის, მორიელის, და თხის რქას ზოდიაქოს ნიშანთათვის.
შედარებით დაძაბულია იგი ვერძთათვის და ტყუპებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.
დანარჩენისათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.