LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 31 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4191
მიხეილ ცაგარელი

მიაქციეთ ყურადღება უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყება გვიან საღამოს, 23:48 საათზე და გასტანს ღამის 01:00 საათამდე. ამ დროს ყურადღება მკვეთრად დუნდება, განსაკუთრებით მთელი დღის გადაღლილობის ფონზე, რაც ტრავმებისა და შეცდომების მიზეზი ხდება. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ მძღოლებსა და ქვეითებს.

დღის ზოგადი ტენდენციები:

აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ გადაწყვეტილებებზე და ნუ იჩქარებთ. მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს, ვინაიდან მაღალია აურის ენერგეტიკული დაბინძურებისა და თვალის აღების ალბათობა, რაც შემდგომში უარყოფითად აისახება თქვენს წარმატებაზე. პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ გამოთქვამთ ურთიერთპრეტენზიებს და ნუ დაძაბავთ სიტუაციას. დღევანდელი სიზმრები ახდება მხოლოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ.

დღის რეკომენდაციები:

სასიკეთოა მავნე ჩვევებისგან და უსარგებლო/ზედმეტი ნივთებისგან გათავისუფლება, კოლეგებთან, ხელმძღვანელ პირებთან ურთიერთობა, მოგზაურობა და ტურისტული ლაშქრობები.

არ არის რეკომენდებული ქორწინება, ფინანსური ოპერაციები, კაპიტალდაბანდებები, ხელშეკრულებების ხელმოწერა, წესებისა და კანონების დარღვევა, თმის შეჭრა, ასევე სტომატოლოგიური და კოსმეტიკური ოპერაციები (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა).

ჯანმრთელობა:

ეფექტურია თირკმელების, კანის, ენდოკრინული და შარდ-სასქესო სისტემის მკურნალობა. სუსტდება თავის არე, გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემები, ცხვირი და გრძნობათა ორგანოები. ამ ორგანოებზე ოპერაციების ჩატარება (განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა) რეკომენდებული არ არის.

მოერიდეთ თვალების გადაღლას, იარეთ ფეხით და ივარჯიშეთ ზომიერად, გადაღლის გარეშე. კვების რაციონში ჩართეთ მეტი ხილი, ბოსტნეული და თევზეული, რაც გააძლიერებს იმუნიტეტს.

დღის მინერალები და ფერები:

სასიკეთო კოსმიური ენერგიებისა და შანსების მოსაზიდად გამოიყენეთ წითელი იასპი, ლალი, იაგუნდი, ძოწი და ქარვა. ხოლო ტანსაცმელში წითელი, ყვითელი, ნარინჯისფერი, ლურჯი და ცისფერი ტონები საგრძნობლად გააძლიერებენ თქვენს მიმზიდველობასა და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

დღე პოზიტიურია ლომის, სასწორისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნებისთვის.

ნეგატიურია ეს დღე კუროს, კირჩხიბის, თხის რქასა და თევზების ნიშნებისთვის, რომელთაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობისა და დღის სხვა უარყოფითი გამოვლინებების მიმართ. დანარჩენი ნიშნებისთვის დღე წარმატების თვალსაზრისით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები