მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 15:13-დან 17:40 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
პარტნიორული ურთიერთობა – ნუ ეცდებით პარტნიორის გრძნობებით მანიპულირებას და მისი სისუსტეებით სარგებლობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განხორციელებისთვის. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა დიეტის დაწყებისთვის, თვალების, ნერვული და ლიმფური სისტემის სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით, ბოსტნეულით და კენკრით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და კუჭს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მალაქიტი, ნეფრიტი, ლაზურიტი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულია და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ მშვილდოსანს და მერწყულს.