LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5153
მიხეილ ცაგარელი

ყურადღება მიაქციეთ მიმართულებადაკარგული მთვარის ანუ ე.წ. უკურსო მთვარის პერიოდს, რომელიც დაიწყებს ამოქმედებას ღამის პირველ საათზე და გასტანს დღის 18:39 საათამდე. ამ მონაკვეთში ზედმეტად დუნდება ყურადღება ადამიანებში, რაც შეიძლება აღმოჩნდეს საკმარისი მიზეზი არასასურველი ტრავმებისა და ავარიების, ამიტომ მძღოლებს, ქვეითად მოსიარულეებს, ყველას, ვისაც სარისკო მოქმედებებთან უწევს ურთიერთობა, მეტი სიფრთხილე მართებთ ამ დროის მონაკვეთში.

დღის რეკომენდაციები:

დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი გადაწყვიტეთ და აქტუალური საქმეები შეასრულეთ. არ არის დღეს სასურველი საბუთებზე ხელმოწერა, ახალი საქმის დაწყება, ამავდროულად მიყევით დასახულ გეგმებს. პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ იქნებით ზედმეტად პირდაპირი და მეწვრილმანე, ეს მხოლოდ დაძაბულობას გამოიწვევს.

მოერიდეთ დღეს სასიყვარულო ურთიერთობებს, ქორწინებას, მეგობრულ კონტაქტებს, ახალ ნაცნობობას, გამოცდების ჩაბარებას,არ ვარგა დღეს უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა,მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება,მოერიდეთ დღეს სარისკო მოქმედებებსაც.

დღე სასიკეთოა საფინანსო საბანკო ოპერაციების ჩასატარებლად, სწავლისთვის, აუდიტისთვის, გასაუბრებისთვის, ვაჭრობისთვის, დალაგება-დასუფთავებისთვის, ქიმწმენდისათვის, საქმიანი მიმოწერისთვის. ხელს უწყობს იგი დიეტის დაწყებას.

დღე კარგია მშენებლობისთვის, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისათვის, საღამო განსაკუთრებით კარგი იქნება პაემნისთვის, შემოქმედებითი მუშაობისთვის.

შემდგომ ახდება დღევანდელი კარგი სიზმარი.

ჯანმრთელობა:

ჯანმრთელობის კუთხით სუსტდება ნაწლავთა სისტემა, კუჭქვეშა ჯირკვალი, ელენთა, ყელი, თირკმელები, კანის არე.  სამაგიეროდ,შედეგიანია დღეს ღვიძლის, ნერვული და ლიმფური სისტემების, ტერფების, თვალების მკურნალობა. საკვებ რაციონში ნუ შეიტანთ ხორცს და ტკბილ-მჟავე საკვებს, რაც ნეგატიურად იმოქმედებს ორგანიზმზე და იმუნიტეტს შეამცირებს.

დღის ფერები და მინერალები:

მინერალებიდან ყვითელი და მწვანე იასპი, მალაქიტი გამოიყენეთ დღის განმავლობაში, საღამოს კი ნეფრიტი, ლაზურიტი და ჟადეიტი, ისინი მეტად მოიზიდავენ სასიკეთო კოსმიურ ენერგიებს.

ფერებიდან ტანსაცმელში ყვითელი, ნაცრისფერი, მწვანე, ბეჟი დღის განმავლობაში, ხოლო საღამოს მეტად ლურჯი და ცისფერი ტონები გამოიყენეთ, რაც გაძლიერებს თქვენს მიმზიდველობას და შარმს.

ზოდიაქოს ნიშნები:

ყველაზე კარგია დღევანდელი დღე ქალწულის და მორიელის ზოდიაქოს ნიშანთათვის, შედარებით დაძაბულია იგი მშვილდოსანთათვის და მერწყულთათვის, რომლებსაც მეტი ყურადღება მართებთ საკუთარი ჯანმრთელობის და დღის სხვა ნეგატიური გამოვლინებების მიმართ.

დანარჩენი ზოდიაქოს ნიშანთათვის დღე წარმატების კუთხით საშუალოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები