LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის პირველი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

472
მიხეილ ცაგარელი

არ აჰყვეთ სხვის რჩევებს, ეცადეთ არ მოექცეთ სხვისი გავლენის ქვეშ. მოუსმინეთ შინაგან ხმას და იმოქმედეთ საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ სწორი არჩევანის გაკეთებას და გადაწყვეტილების მიღებას. თავი შეიკავეთ სხვათა გაკიცხვისა და განკითხვისგან.

პარტნიორული ურთიერთობა – არაა გამორიცხული მოგიწიოთ ფინანსური საკითხების და საერთო ბიუჯეტის განხილვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, ავეჯის და საყოფაცხოვრებო ნივთების, მუსიკალური და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ახალი კავშირების გაბმისა და ნაცნობთა წრის გაფართოებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით და ხორცით, თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ზურმუხტი და მარჯანი, გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები