მომღერალ ლელა წურწუმიას ბათუმში კონცერტი ჰქონდა. წვიმის მიუხედავად კონცერტზე, რომელიც soho batum -ში ჩატარდა, უამრავი მაყურებელი მივიდა.
მომღერლის მეუღლე და პროდიუსერი კახა მამულაშვილი აქვეყნებს ვიდეოს, სადაც კონცერტის შემდეგი კადრებია გადაღებული.
კადრებში ჩანს, როგორ ბრუნდებიან ლელა და მამულიჩა კონცერტიდან.
„კონცერტის მერე, მივცურეთ ფაქტობრივად სახლში“, – წერს მამულიჩა.
ბათუმის წვიმიან ქუჩებში სიარულისას, ლელა აღნიშნავს, რომ „ხო, გავფანტეთ, ძალიან კარგი კონცერტი იყო“.
„დილის ექვსი საათია, რა თბილია ზაფხულის წვიმა“, – ამბობს მომღერალი.