LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიზაინერ ალექსანდერ ვანგს მამაკაც და ტრანსგენდერ მოდელებზე ძალადობაში ადანაშაულებენ 

223
alexandrvng

ცოტა ხნის წინ ლეგენდარულმა დიზაინერმა ალექსანდერ ვანგიმ 37 წლის იუბილე პომპეზურად აღნიშნა. ამჯერად კი დიზაინერი დიდ სკანდალში ეხვევა. მოდელი ოუენ მუნი მას ძალადობაში ადანაშაულებს. მოდელი „ტიკ ტოკზე“ ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც საუბრობს 2017 წლის მოვლენებზე. მოდელი ამბობს, რომ ის ერთ-ერთი ჩვენებისას დიზაინერის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდა. თავდაპირველად მოდელმა დიზაინერის ვინაობა არ გაამხილა, თუმცა  მოგვიანებით კომენტარებში ალექსანდერ ვანგი დაასახელა.

ეს ვიდეო მალევე ვირუსულად გავრცელდა და საპასუხოდ ინტერნეტმომხმარებელთა მხრიდან ახალი ბრალდებები წამოვიდა. აქვე ოუენ მუნის ვიდეოს გამოეხმაურა უამრავი თვითმხილველი. ხალხი ამტკიცებს, რომ პირადად შეესწრო ალექსანდერ ვანგის მხრიდან ძალადობის ფაქტებს. როგორც ისინი ყვებიან, დიზაინერი ნარკოტიკებით ათრობდა მოდელებს და შემდეგ მათზე ძალადობდა. ძირითადად დიზაინერის მსხვერპლი, მოდელი მამაკაცები ან ტრანსგენდერი მოდელები ხდებოდნენ.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Diet Prada ™ (@diet_prada)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g