ჟურნალისტებმა რესპუბლიკის მოედანთან სოლიდარობის აქცია გამართეს.
მედიის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს იმ კოლეგებს, რომლებსაც 28 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საპოლიციო ძალები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ჟურნალისტებს ხელში უჭირავთ იმ ჟურნალისტების ფოტოები, რომლებმაც დაზიანებები მიიღეს.
ჟურნალისტები ამ წუთებში, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტისკენ მსვლელობით მიდიან.