LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძალიან დათრგუნული ვარ… ასეთი ეგზისტენციალური არჩევანი საქართველოს 9 აპრილის შემდეგ არ ჰქონია… ამ ქვეყნის ბედის ერთი პარტიის ხელში ჩაგდება არ შეიძლება, თუ წააგო საქართველომ, ჩვენ ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნება…“ – მაია ასათიანი

177
მაია ასათიანი

„ასეთი ეგზისტენციალური არჩევანი საქართველოს 9 აპრილის შემდეგ არ ჰქონია… თუ წააგო საქართველომ, ჩვენ ქვეყანა უბრალოდ აღარ გვექნება…“, – ამის შესახებ ჟურნალისტმა, მაია ასათიანმა განაცხადა და საქართველოს მომავლისთვის 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ასეთი ეგზისტენციალური არჩევანი საქართველოს 9 აპრილის შემდეგ არ ჰქონია… ძალიან დათრგუნული ვარ იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რასაც ვუყურე, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ძალიან ბევრი ისაუბრა მედიის თავისუფლებაზე და აგერ მე გახლავართ ნათელი მაგალითი, როგორ ვერ ვიწყებ მუშაობას ტელევიზიებში, რომლებსაც დიდი შემოსავალი აქვთ, არაფერი შეცვლილა, „ოცნების“ მიტინგზე ჩემი გადაცემის ბევრი ყოფილი სტუმარი ვნახე, რომლებიც თავის დროზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავდა დაბლოკილი…

მოგმართავთ თქვენ, შემდეგი არჩევნებისთვის ისევ ძალით რომ არ ჩამოგიყვანონ, არ აქვს მნიშვნელობა რომელმა ხელისუფლებამ, წადით არჩევნებზე აუცილებლად და არ შემოხაზოთ 41… ამ ქვეყნის ბედის ერთი პარტიის ხელში ჩაგდება არ შეიძლება, უნდა მიხვიდეთ არჩევნებზე და ხმა მისცეთ კოალიციურ მთავრობას, იმისთვის, რომ გვქონდეს ქვეყანა“, – განაცხადა მაია ასათიანმა „მთავარი არხის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g