“დოზები საკმარისია და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში კოვიდკლინიკებში დასაქმებულ პერსონალი და ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის პერსონალი აიცრას”,-ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელით მოქმედებენ.
„ამ ეტაპზე ჩვენ მივყვებით ნებაყოფლობითი ვაქცინაციის მოდელს და ამას გავაგრძელებთ. ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია. მათი ნაწილი უკვე აცრილია, ნაწილი „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებოდა და ჩვენ ამ პერიოდში მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს, განსაკუთრებით კოვიდკლინიკებში დასაქმებულ პერსონალს და ასევე სასწრაფო გადაუდებელი სამსახურის პერსონალს, რათა მათ პრიორიტეტულად ჩაიტარონ ვაქცინაცია. დოზები საკმარისია და მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში ეს ჯგუფი აიცრას“, – განაცხადა გაბუნიამ.
