ანჯელინა ჯოლი უკრაინას კიდევ ერთხელ ესტუმრა. 51 წლის მსახიობი ლვოვსა და ტერნოპოლში იმყოფებოდა.
თვითმხილველების ცნობით, ჯოლი რამდენიმე ადგილას შენიშნეს, მათ შორის, დაცვის თანხლებით ავტომობილში, ერთ-ერთი ადგილობრივი რესტორნის შესასვლელთან და ქალაქის ქუჩებში.
მსახიობის ვიზიტის ზუსტი მიზანი ამ ეტაპზე უცნობია. თუმცა, ეს არ არის ჯოლის პირველი ვიზიტი უკრაინაში. ანჯელინა ჯოლი პერიოდულად სტუმრობს კონფლიქტის ზონებს, რაც მისი დამოუკიდებელი ჰუმანიტარული საქმიანობის ნაწილია.
მსახიობი უკრაინას ბოლოს 2025 წლის ნოემბერში ეწვია.
ფოტოების გავრცელების შემდეგ მედიაში კვლავ მის გარეგნობას განიხილავენ. საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მსახიობი ძალიანაა შეცვლილი.
„ძალიან შეცვლილი და დაბერებულია“, – წერენ კომენტარებში.
ცნობილია ანჯელინა ჯოლის პირველი რეაქცია ბრედ პიტის ალკოჰოლთან დაბრუნების შესახებ – რას ამბობს ენჯი
ჯოლის სახის ასიმეტრიის შესახებ ჭორები ჯერ კიდევ მარტის ბოლოს, შანხაიში, ტომ ფორდის წვეულებაზე გამოჩენის შემდეგ გაჩნდა. გულშემატკივრები და ექსპერტები ორ მთავარ თეორიას განიხილავენ, სახის დამბლის რეციდივს ან წარუმატებელი პლასტიკური ქირურგიის შედეგებს.
თვალების ასიმეტრია და გაშეშებული სახე – ანჯელინა ჯოლის უახლესი ვიდეო ინტერნეტსივრცეს იპყრობს
ანჯელინა ჯოლის თვალების დახამხამება კვლავ უჭირს – როგორ აღნიშნა მსახიობმა 51-ე იუბილე
