LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ძლიერი წვიმა, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე შტორმი“ – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

190
ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-25 სექტემბერს საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე, ზოგან კი შესაძლებელია ძლიერი წვიმა, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.

„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g