LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეცვა ლურჯი ჟაკეტი და შავი სპორტული შარვალი“ – 2 თვეზე მეტია 86 წლის ზურაბ პაპუაშვილს ეძებენ

180
ზურაბ პაპუაშვილი

უკვე ორ თვეზე მეტია, ოჯახის წევრები 86 წლის ზურაბ (ჟორა) პაპუაშვილს ეძებენ.

როგორც „ფორტუნას“ დაკარგული მამაკაცის შვილიშვილმა უთხრა, ზურაბ პაპუაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო მაჩხაანში, საკუთარი სახლიდან 25 ნოემბერს გავიდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია.

„მისი მეუღლე თბილისში იყო და ვვარაუდობდით, რომ თვითონაც ბებოსთან წამოვიდა. შემდეგ დაგვირეკეს და გვითხრეს, დასავლეთშია შემჩნეულიო, გადაამოწმეს და ის არ აღმოჩნდა. პოლიცია ეძებს კახეთში, თბილისში და დასავლეთში. სახლიდან რომ გავიდა, ეცვა ლურჯი ჟაკეტი ელვა შესაკრავით და შავი სპორტული შარვალი“, – უთხრა „ფორტუნას“ ზურაბ პაპუაშვილის შვილიშვილმა ანა პაპუაშვილმა.

ინფორმაციის შემთხვევაში, შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე: 597 09 81 82; 593 90 56 04

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g