მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე გადაცემაში, „შენი ამბავი თაიასთან“ თბილისში, ორ შვილთან ერთად ჩამოსვლის ისტორიას იხსენებს.
„სოფელში ქალი და კაცი ერთდროულად ვიყავი, ვენახიც მომიწამლავს, სახურავიც გადამითოვლავს, ხარებსაც გავძღოლივარ… არ გვაჩერებდნენ იმ სახლში, მაგრამ მეზობლების თანადგომით შევძელი 13 წელი იქ ცხოვრება…“ – გიგა ავალიანის დედა ცხოვრების ურთულეს პერიოდზე
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა YouTube გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ წარსულის ურთულეს მომენტებს იხსენებს.
გიგა ავალიანის დედა ჰყვება, თუ როგორ მოახერხა დედაქალაქში მარტო, ორ შვილთან ერთად დარჩენილმა დედამ თავის დამკვიდრება:
„პირველი წელი, როდესაც თბილისში ჩამოვედი, მოსწავლეებს ვამზადებდი იცით როგორ? – დავდიოდი ქალაქში. მეორე წელიწადს უკვე ადგილები აღარ მქონდა იმდენი მოსწავლე მყავდა. ისე მოხდა, რომ დავიმკვიდრე თავი თბილისშიც. შემდეგ გადავედი სჯარო სკოლაშიც“, – ამბობს ეკა კუპატაძე.
წამყვანის კითხვაზე, რა იყო ის მთავარი ღირებულებები, რითაც შვილებს ზრდიდა და როგორი ძმები იყვნენ ერთმანეთისთვის, ეკა კუპატაძემ უპასუხა:
„თქვენ ძალიან ღრმა კითხვა დამისვით, მოდი ასე ვუპასუხებ: არასდროს არაფერი არ მისწავლებია ჩემი შვილებისთვის, ჩვენ გავიზარდეთ ერთად“, – ამბობს ეკა კუპატაძე.
