LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელეგანტური პაემანი ნიუ-იორკში – დუა ლიპამ და კალუმ ტერნერმა მეტროპოლიტენის ოპერის გალაზე ფურორი მოახდინეს

2830
photo-collage.png (8)

დუა ლიპა და კალუმ ტერნერი, ნიუ-იორკში გამართულ მეტროპოლიტენის ოპერის ახალი სეზონის საზეიმო გახსნის გალას დაესწრნენ. ვარსკვლავური წყვილი, რომელმაც მიმდინარე წლის ზაფხულში ოფიციალურად იქორწინა, ღონისძიებაზე ხელჩაკიდებული გამოჩნდა და მედიის განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო.

საღამოს მთავარი კულმინაცია ოპერის – ,,ლინკოლნი ბარდოში” მსოფლიო პრემიერა იყო. ოპერა ეფუძნება ჯორჯ სონდერსის 2017 წლის ,,ბუკერის პრემიის” ლაურეატ ამავე სახელწოდების რომანს.

31 წლის მომღერალი წითელ ხალიჩაზე მოდის სახლ – Ferragamo-ს შავი, მდიდრული კაბით წარდგა, რომელიც მისთვის ბრენდის კრეატიული დირექტორის, მაქსიმილიან დეივისის 2027 წლის გაზაფხულის კოლექციიდან შეირჩა. რაც შეეხება მის მეუღლეს, 36 წლის მსახიობმა კლასიკური შავი სმოკინგი მოირგო.

როგორც ცნობილია, დუა ლიპა საოპერო ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელია. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ოპერა ადამიანურ ემოციებს ყველაზე ღრმად ეხება. ინფორმაციას ამის შესახებ Daily Mail ავრცელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები