ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ელექტრო პროდუქციისა და განათების სისტემების იმპორტიორი კომპანია „ელვარე ელექტრო მარკეტი“ საქართველოს განათებას იწყებს.
2026 წლის 6 ნოემბრიდან, ყოველ პარასკევს, „ელვარე ელექტრო მარკეტის“ სოციალური მედიის პლატფორმებზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, თვალი ადევნოს ვიდეოსერიას, რომლის მთავარი გმირიც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურებს და თითოეულ მათგანს სიმბოლურად გაანათებს.
კამპანია სტარტს „ელვარეს“ საწარმოდან აიღებს, საიდანაც მთავარი პერსონაჟი მოგზაურობას კომპანიის შოურუმში გააგრძელებს, შეარჩევს საჭირო ელექტრო ხელსაწყოებსა და აღჭურვილობას და შემდეგ საქართველოს სხვადასხვა კუთხის გასანათებლად გაემგზავრება.
ქართ-კახეთიდან დაწყებული, იმერეთით, გურიით, სამეგრელოთი, სვანეთითა და საქართველოს სხვა ულამაზესი მხარეებით გაგრძელებული, კამპანია ეტაპობრივად მოიცავს მთელ ქვეყანას. თითოეული ვიდეო ახალი თავგადასავალი, ხოლო ახალი ლოკაცია კიდევ ერთი განათებული კუთხე იქნება.
ვიდეოსერიის მთავარი იდეა სიმბოლურია: სინათლე არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ ერთი ქალაქით ან ერთი რეგიონით, ის საქართველოს ყველა კუთხეში უნდა აღწევდეს.
კამპანიის მიზანი მხოლოდ კომპანიის პროდუქციისა და შესაძლებლობების წარმოჩენა არ არის. „ელვარეს“ ამ მოგზაურობით სურს, მომხმარებლებს გაუზიაროს პოზიტიური გზავნილი, გააერთიანოს საქართველოს სხვადასხვა კუთხე ერთი იდეის გარშემო და კიდევ ერთხელ წარმოაჩინოს სინათლის მნიშვნელობა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში.
„ბრწყინვალე საქართველოს გაბრწყინება ელვარე ელექტრო მარკეტთან ერთად“ სწორედ ეს არის კამპანიის მთავარი გზავნილი.
„ჩვენი მიზანია, თითოეულ ოჯახსა და კუთხეში შევიტანოთ ის პოზიტიური ენერგია, რასაც ,,ელვარე” წლებია სთავაზობს მომხმარებელს. ეს არის ბრწყინვალე საქართველოს გაბრწყინება ,,ელვარე ელექტრო მარკეტთან” ერთად – მოგზაურობა, რომელიც 6 ნოემბრიდან დაიწყება და მთელ ქვეყანას საახალწლო სინათლით გააერთიანებს,“ – აცხადებენ კომპანიაში.
კამპანია დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება და წლის ბოლო ვიდეოსერიაში მაყურებელი უკვე სრულად განათებულ საქართველოს იხილავს. ეს იქნება სიმბოლური დასასრული დიდი მოგზაურობისა და ამავდროულად, განსაკუთრებული მილოცვა თითოეული ადამიანისთვის განათებული საქართველოდან, ახალი 2027 წლის შესახვედრად.
6 ნოემბრიდან, ყოველ პარასკევს, გახდით საქართველოს განათების ისტორიის თანამონაწილე, თვალი ადევნეთ „ელვარე ელექტრო მარკეტის“ მიერ გაბრწყინებულ საქართველოს ყველა კუთხეს და შეხვდით ახალ 2027 წელს სინათლესთან ერთად.
ელვარე ელექტრო მარკეტი – ერთად გავანათოთ საქართველო!
