LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის შესანარჩუნებლად” – იმედის კლინიკაში მყოფი ბავშის მდგომარეობა მძიმეა

238867631

ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო „იმედის“ კლინიკაში იმ ბავშვის მოსანახულებლად მივიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდ დიღომში ბუნებრვი აირის აფეთქების შედეგად დაშავდა.

როგორც სერგეენკომ განაცხადა, 4 წლის ბავშვის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაშია.

“ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად. მე არ მაქვს უფლება დეტალური ინფორმაცია მოგაწოდოთ, ალბათ მკურნალი ექიმი ისაუბრებს დეტალურად,” – განაცხადა დავით სერგეენკომ.

რაც შეეხება ბავშვის იაშვილის კლინიკაში გადაყვანას, მინისტრმა აღნიშნა, რომ ტრანსპორტირებაზე ამ ეტაპზე საუბარი არ არის, რადგან სიცოცხლის შესანარჩუნებლად ღონისძიების გატარება მიმდინარეობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g