LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთადერთი, რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ტიმოთი ბლაუველთისგან მოველი, არის ბოდიში დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ“ – შალვა პაპუაშვილი

127
შალვა პაპუაშვილი

მიუნხენის აეროპორტში, დავით მათიკაშვილთან დაკავშირებულ ინციდენტს, რომელიც „ამერიკული საბჭოს“, ხელმძღვანელმა ტიმოთი ბლაუველთმა გადაიღო და გაავრცელა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი განცხადებით, „გამაოგნებელია, რომ დონორი თავად არის ჩართული პოლიტიკოსების და მათი არასრულწლოვანი შვილების მიმართ სიძულვილის კამპანიაში“.

დავით მათიკაშვილი მასზე განხორციელებულ თავდასხმაზე: „რადიკალიზმი პირდაპირი მნიშვნელობით ღუპავს ადამიანს, თვალებზე გადაფარებული „ნაცური“ ბინდი საკუთარ არასრულწლოვან შვილებსაც არაფრად აგდებინებს, ხელს ყველაფერზე აწერინებს და ყველაფერს აკადრებინებს“

„ორმაგად მძიმეა იმის გაცნობიერება, რომ „ამერიკული საბჭო”, რომელსაც ტიმოთი ბლაუველთი ხელმძღვანელობს საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობს.

კითხვებისგან დამალვა არ არის გამოსავალი.

ერთადერთი რასაც მე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, ამ ადამიანისგან მოველი, არის ბოდიში პარლამენტის წევრის დავით მათიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების მიმართ“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები