LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთმანეთის იმედი ხართ…“ – სოციალური ქსელების ვარსკვლავი ანამარია ბუთიაშვილი იუბილარია

2393
ევა და ანამარია

სოციალური ქსელების ქართველი ვარსკვლავების, ევა და ანამარია ბუთიაშვილების ოჯახში დღეს ზეიმია – ანამარიას დაბადების დღეა. გოგონებმა, რომლებმაც თავიანთი ქორეოგრაფიული და მხიარული ვიდეოებით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც უდიდესი პოპულარობა მოიპოვეს, მილიონობით ადამიანის სიყვარული დაიმსახურეს.

„ევას სტიქია სცენაა. ეს არ ხდება დაძალებით, ან ხელოვნურად… სცენისთვისაა დაბადებული“ – როგორ გახდნენ პოპულარულები მთელ მსოფლიოში ევა და ანამარია ბუთიაშვილები და რა წვლილი აქვს მათ დედას

ანამარიას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ემოციური მილოცვით ეხმიანება დედა:

„გილოცავთ, ანამარია! თქვენ ერთმანეთის იმედი ხართ,“ – წერს ფიქრია ჩეკურიშვილი.

სოციალური ქსელების მომხმარებლებმა კარგად იციან, რომ გოგონების წარმატების სათავე სწორედ მათი დედაა. სწორედ ფიქრია ჩეკურიშვილის ინიციატივით აიტვირთა პირველად ინტერნეტში შვილების ვიდეო, რომელსაც „დიპლიპიტოზე“ შესრულებული ცეკვისთვის მეორე დილამდე 70 000 მოწონება ხვდა წილად.

„პირველ კითხვას დაგისვამ, როგორც მამა უსვამს ყველას“ – ევა ბუთიაშვილი „იმედის“ ეთერში „ნოესთან“ განსაკუთრებულ ფორმატში წარდგა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები