LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე – ამ ეტაპზე, რეგულაციების გამკაცრება არ იგეგმება: თამარ გაბუნია

122
თამარ გაბუნია

დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ქვეყანაში აქტიური შემთხვევევების რაოდენობა აღემატება 33 000-ს, რაც რა თქმა უნდა ქმნის სერიოზულ გამოწვევას ჯანდაცვის სექტორისთვის. ჰიოსპიტლებში ჯამურად მობილიზებულია  6 799 საწოლი და ყოველდღიურად ემატება კოვიდსასტუმროების რაოდენობა.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სექტორს ჯერჯერობით აქვს რესურსი, რომ მზარდი შემთხვევები მართოს, როგორც ბინაზე, ასევე ჰოსპიტალში.

“სისტემის მაქსიმუმი დაახლოებით 8 ათასი საწოლია, რომელიც შეგვიძლია კოვიდის მიზნებისთვის გამოვიყენოთ და ასევე, ყოველდღე დაემატება კოვიდსასტუმროები. დღევანდელი მდგომარეობით, ჯანდაცვის სექტორი ამ სიტუაციას მართავს, – ამბობს თამარ გაბუნია.

მისი თქმით, როგორი იქნება კორონავირუსის ინფიცირების ტენდენცია, ამაზე იქნება დამოკიდებული სხვა შეზღუდვების შემოტანის გადაწყვეტილებები.

როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, “დღევანდელი გადაწყვეტილებით, დღევანდელი მდგომარეობით, დამატებითი რეგულაციების ან რაიმე აკრძალვების შემოღება არ არის გათვალისწინებული. საკოორდინაციო საბჭომ იმსჯელა დღეს რეგულაციების შესახებ და ამ ეტაპზე, მთავარია რეგულაციების აღსრულება და კონტროლი გამკაცრდეს.

თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია მომდევნო ეტაპებზე. ჩვენ ახლა ვართ პიკის ფაზაში პროგნოზულად. პროგნოზებს ჩვენ ვიღებთ საერთაშორისო პარტნიორების პროგნოზებისგან. დღეს ახლა უკვე შევედით პიკის ფაზაში, ეს არის პიკი, რომელიც შემდეგი 10 დღის განმავლობაში იქნება ამ დონეზე“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g