ჯეი ლომ მეუღლესთან, ბენ აფლეკთან განქორწინების შესახებ გავრცელებული, უკვე დადასტურებული ინფორმაციის შემდეგ, „ინსტაგრამზე“ პირველი ფოტო გაავრცელა. 55 წლის არტისტმა „სთორიში“ საარქივო ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გასული წლის დეკემბრით თარიღდება, ფოტოზე ნაძვის ხე ჩანს.
ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა, ჯენიფერის ფანები შიშობენ, რომ ვარსკვლავი დეპრესიაში იმყოფება.
„ამ ზაფხულში, ზამთრის ფოტოს რატომ ავრცელებს?“, „დეპრესიაშია“, „ეს არის მინიშნება, რომ სწორედ ამ პერიოდში დასრულდა ყველაფერი მათ შორის“, „სევდაც კი შვენის ამ ქალს“, – წერენ კომენტარებში.
„ბენ აფლეკი ოჯახს დაუბრუნდა და ის ბოლოს და ბოლოს ბედნიერია“ – მსახიობის უახლესი ფოტოები