ცნობილი ამერიკელი დიზაინერი, 83 წლის კელვინ კლაინი ნიუ-იორკის ქუჩებში მარტო სეირნობისას გადაიღეს. მოდის ინდუსტრიის ლეგენდა, რომელსაც საზოგადოება ხშირად 37 წლის პარტნიორთან, კევინ ბეიკერთან ერთად ხედავდა, ამჯერად მარტო იმყოფებოდა. მედიაში წერენ, რომ ის 46 წლით უმცროსმა შეყვარებულმა მიატოვა.
კლაინს თავისუფალი სტილის შავი ჯინსის შარვალი, მუქი ლურჯი გრძელმკლავიანი მაისური და შავი Nike-ის სპორტული ფეხსაცმელი ეცვა. დიზაინერი შესამჩნევად გამხდარი ჩანდა და ქუჩაში სიარულისას მოხრილი დადიოდა. ფოტოებს dailymail ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კელვინ კლაინს ცხოვრების განმავლობაში ურთიერთობები როგორც ქალებთან, ისე მამაკაცებთან ჰქონდა. დიზაინერი ორჯერ იყო დაქორწინებული.
