LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

F Pace – მაღალი გამავლობის სრულიად ახალი Jaguar

Jaguar F Pace – ავტომობილი, რომელიც კომპანიამ ყველაზე რთული და მძიმე ტესტ პროგრამით გატესტა, რაც კი Jaguar-ს ოდესმე განუხორციელებია.

F Pace-ში Jaguar-ის მოდელების, XE-ს და XF-ის ტექნიკური ბაზაა გამოყენებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის ძარა ძირითადად ალუმინისგან შედგება და Jaguar-ის პირველი ქროსოვერი თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი ავტომობილია.

ეს მოდელი სრულიად ახალი 4 და 6-ცილინდრიანი ძრავებით არის აღჭურვილი და ბენზინის ძრავების მაქსიმალური სიმძლავრე 380 ცხენის ძალაა. დიზელში კი ყველაზე მძლავრი 300 ცხენის ძალიანი ძრავია. თუმცა თუკი აქცენტს ეკონომიურობაზე აკეთებთ შეგიძლიათ დიზელის 163-ცხენისძალიანი ძრავი აირჩიოთ, რომელიც განსაკუთრებული ეკონომიურობით გამოირჩევა.

როგორც მისი შემქმნელები ამბობენ, ათლეტური F Pace სოლიდური იერით და თავმდაბალი ელეგანტურობით ხასიათდება.

მის ინტერიერში კი ახალ მულტიმედიას შეხვდებით, 12,3 დუიმიანი სენსორული ეკრანით და მძღოლისა და მგზავრების კომფორტისთვის საჭირო უამრავი სხვა ფუნქციით. რაც შეეხება მის პრაქტიკულობას და ტევადობას, F Pace-ის საბარგულის მოცულობა 650 ლიტრია, უკანა სავარძლის საზურგე კი სამ ნაწილად იყოფა და უფრო მეტ სივრცეს ქმნის.

გადაცემის ჩანაწერი