LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი – შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ“ – რას წერს ალეკო ელისაშვილი

1406
2024-06-25_00-30-15_841829

ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი – შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ, ან საერთოდაც შეკრებაზე მყოფი ნაკრების მოთამაშეებთან ვიღაც უცხო პირს რა ესაქმება?, – წერს ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში და აქვეყნებს ფოტოს, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი, კვარაცხელია/მამარდაშვილთან ერთადაა.

ელისაშვილის თქმით, „ნებისმიერს შეუძლია ასე მიადგეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, გამოიყვანოს და ფოტოები გადაიღოს თუ ეს რახან ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა?“.

„ფეხბურთის ფედერაციამ გაგვცეს პასუხი – შუაში რომ ბიძინას ბიჭი დგას რა უნდოდა უპრინციპულესი მატჩის წინ, ან საერთოდაც შეკრებაზე მყოფი ნაკრების მოთამაშეებთან ვიღაც უცხო პირს რა ესაქმება? ნებისმიერს შეუძლია ასე მიადგეს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს, გამოიყვანოს და ფოტოები გადაიღოს თუ ეს რახან ქოცების იმპერატორის უფლისწულია ამიტომ მოსულა? რამზან კადიროვის ამაზრზენ გზას ადგახართ აშკარად. ახსენით ეს ამბავი ფედერაციის ხელმძღვანელობამ!“, – წერს ელისაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები